უფასო მოწოდება 7-10 სამუშაო დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით

მხოლოდ 100% ორიგინალი პროდუქცია

hide

555-588-450

დარეკეთ 10:00-20:00

 

 გოგონა ჩანთის გარეშე - საკმაოდ საეჭვო პიროვნებაა! მას თითქოს რაღაც აკლია.

 ჩანთის გარეშე მანდილოსანი ისე გამოიყურება, თითქოს ის შიშველი იყოს. როგორ უნდა ავარჩიოთ ეს მნიშვნელოვანი აქსესუარი, რომელიც ავსებსჩვენ ხასიათს. აღმოჩნდა, რომ თქვენთვის იდიალური ჩანთის ასარჩევად არსებობს 5 მარტივი წესი.
 მოდი მივყვეთ ამ წესებს და განვიხილოთ თითოეული მათგანი:


წესი 1: ჩანთა უნდა შეესაბამებოდეს თქვენი სხეულის ზომებს

ჩანთის ზომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ჩვენ ვატარებთ მას თეძოს დონეზე, მცირე ზომის ჩანთა არღვევს მოცულობის აღქმას და ჩვენ მის ფონზე გაცილებით დიდები ვჩანვართ. ამიტომ აუცილებელი ვაკონტროლოთ პროპორციები და ვიხელმძღვანელოთ შერჩევის შემდეგი წესებით:

   1. თუ თქვენ მინიატურული ფიგურა გაქვთ, უმჯობესია შეარჩიოთ ასეთივე მინიატურული ჩანთები. არ ღირს ისარგებლოთ ისეთი ზომის ჩანთით, რომელიც ზომით თქვენ სხეულზე უფრო დიდია.
    2. თუ ხართ იდიალური პროპორციების ქალბატონი, ამ შემთხვევაში მინიატურული ჩანთები თქვენთვის მიუღებელია, შეარჩიეთ საშუალო ზომის ჩანთა.
    3. «plus size» ზომის ქალბატონებს ურჩევდით ყურადღება მიაქციონ საშუალო ზომის ჩანთებს, რომლებიც შეესაბამება მათ სიმაღლეს და წონას.

 


წესი 2: ჩანთის ფერი

იცით, რომ შავი არ არის უნივერსალური ფერი?
ყოველდღიური ჩანთის ყველაზე შესაფერისი ფერია ნაცრისფერი, ღია ყავისფერი, კრემისფერი და ლურჯი (ოფისებისთვის). თუ თქვენ სწორად შეარჩევთ ამ ყოველდღიური აქსესუარის ფერს, ის შთამბეჭდავს გახდის თქვენ იმიჯს როგორზ ზამთარში ასევე ზაფხულში. შავის ალტერნატივად ითვლება ყველა მუქი ფერი, დაწყებული ლურჯიდან დამთავრებული შინდისფერამდე.
გაითვალიწინეთ, რომ ჩანთის ფერის ფეხსაცმლის ფერთან შეხამება უკვე ძალიან ძველმოდურად ითვლება


წესი 3: დაივიწყეთ ცნობილი ბრენდების ყალბი  ჩანთები

 იმ შემთხვევაშიც კი, თუ  ის ძალიან კარგი ხარისხის ''ფეიკია'', მისი შეძენა არ ღირს.
 ყველა წარმატებულ ძვირადღირებულ ჩანთის მოდელს გააჩნია თავის ანალოგი ბიუჯეტური სეგმენტისთვის. რით განსხვავდება ანალოგი რეპლიკასგან? ანალოგი ეს არის ნივთი, რომელიც გავს ორიგინალს, მაგრამ მას არ აწერია Dior ან Fendi. იგი დამზადებულია სხვა მასალისგან და ღირს გაცილებით იაფი. მისი წარმოება ხდება ორიგინალი ჩანთის დიზაინერთან შეთანხმებით.


წესი 4: ხარისხიანი ფურნიტურა

 ჩანთის შეძენის დროს ყურადღება მიაქციეთ საკეტების, წარწერების, სახელურების და სხვა ფურნიტურის ხარისხს. ყოველი დეტალი ხარისხიანად  უნდა იყოს დამზადებული. ფურნიტურის ფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, აუცილებელი არ არის რომ მისი ფერი ჩანთის ძირითად ფერს ემთხვეოდეს.


წესი 5: ჩანთის ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს

არსებობს ჩანთის ფორმის სხვადასხვა ვარიანტები. ყოველდღიური მოხმარებისთვის რეკომენდირებულია ისეთი, რომელსაც ერთი ფიქსირებული ფორმა აქვს. მანდილოსნების უმეტესობა სწორედ ასეთ ჩანთებს ანიჭებს უპირატესობას. ისინი კარგად ეწერებიან ნებისმიერ სიტუაციაში და ქალს მეტ დამაჯერებლობას სძენს. 
 არამდგრადი ფორმის ჩანთებს აქვს თავისი უპირატესობა და მიმზიდველობა, ისინი კარგად ჯდებიან გარკვეულ სიტუაციებში, მაგრამ ყოველდღიური მოხმარების მხრივ აშკარად მარცხდება მდგრადი ფორმის ჩანთებთან.


რამდენი ჩანთა უნდა იყოს ქალის გარდირობში?

ამაზე პასუხი ძალზედ იოლია - რაც მეტი მით უკეთესი!
კარგია თუ ყველა სიტუაციისთვის გაქვთ შესაფერისი ჩანთა ან რამოდენიმე უნივერსალური ვარიანტი. მაგალითად cross-body, რომელიც ადვილად გადაკეთდება კლატჩათ ან სხვა.


კონტაქტი

hideთბილისი. ბახტრიონის ქ. 11ბ

hideტელ: 555-588-450

hideadmin@handbags.ge

სამუშაო საათები

hideორშაბათი-პარასკევი  --- 11:00 - 18:00

hideშაბათი      ------------------- 12:00 - 16:00

hideკვირა     ---------------------- დაკეტილია

შემოგვიერთდით

შემოგვიერთდით და თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში

  

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი მაღაზიის სიახლეები