უფასო მოწოდება 7-10 სამუშაო დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი *
პაროლი*

hide

555-588-450

დარეკეთ 10:00-20:00

თქვენი კალათა ცარიელია!

 
  ვერცერთ ქალბატონს ვერ წარმოუდგენია თავი მოდური ჩანთის გარეშე.  

 სწორედ ამიტომ ქალის გარდირობში ყოველთვის მოიძებნება რამოდენიმე ხელჩანთა, რომელიც სხვადასხვა სიტუაციისთვის არის განკუთვნილი. სწორად შერჩეული ჩანთა შესაძლოა რამოდენიმე წელი იყოს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი ისე, რომ არც კი შეეტყოს მოდის ტენდენციების ცვალებადობა. 
თუ მაინცდამაინც თავი მოგაბეზრათ ძველმა ჩანთამ, ყოველთვის შეგიძლიათ შეათვალიეროთ და შეიძინოთ ახალი.
  სწორედ ახალი ჩანთის შერჩევაში დაგეხმარებათ ჩვენი ეს სტატია.
  2019-2020 წლის ჩანთების ტენდენციები პრაქტიკულად არ გვზღუდავს მოდელის არჩევანში. აქტუალურია როგორც მხარზე გადასაკიდი პატარა ჩანთები, ასევე დიდი ტოტალური ჩანთები კლასიკურ ვარიანტში. გთავაზობთ მოდური ჩანტების რამოდენიმე ვარიანტს:

  მრგვალი ჩანთები


ყველაზე ტრენდული მოდელი 2019-2020 წლებში იქნება მრგვალი, ტაბლეტის ფორმის საშუალო ზომის ჩანთები.არანაკლებ პოპულარული იქნება ნახევრადმრგვალი ან სფეროს ფორმის ჩანთებიც


  ჩანთა oversayz

  მოდური დიდი ჩანთები ძირითადად წარმოდგენილია სამგზავრო ჩანთების, ტომრების ან ''საკვოიაჟების''  სახით. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ასეთი დიდი ჩანთებისთვის დიზაინერები იყენებენ ძვირადღირებულ მასალებს, რომლებიც მათ ელეგანტურობას და მომხიბლელობას ანიჭებს.

 
ქამარზე დასამაგრებელი ჩანთები

  გასულ წლებში მოდაში შემოსული ქამარზე დასამაგრებელი ჩანთები, წელსაც არ დაკარგავს პოპულარობას. ასეთი ჩანთები აქტუალური იქნება როგორც შემოდგომა-ზამთრის, ასევე გაზაფხული-ზაფხულის სეზონში.

ბეწვისგან დამზადებული ჩანთები

  დიზაინერებმა გადაწყვიტეს გამოიყენონ ბეწვი ყველგან და ყველაფერში, მათ შორის 2019-2020 წლების ჩანთების კოლექციებშიც. ასეთი ჩანთა მოდურია არა მარტო ზამთარში, არამედ წლის ნებისმიერ მონაკვეთშიც და მისი ტარება თავისუფლად შეგეძლებათ ზაფხულის ფეხსაცმელებთან და კაბებთან ერთად .

 
 ქვეწარმავლის კანის ჩანთები

  ნიანგის და გველის ტყავი წელს მოდაშია. ამიტომ ჩანთები ამ ქვეწარმავლების ტყავის იმიტაციით დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით ტრენდშია შეღებილი ტყავი, მაგალითად ლურჯი ან წითელი.

 
უჩვეულო ფორმის ჩანთები

  ექსტრევაგანტული იმიჯის მშვენიერი დამატებაა უჩვეულო ფორმის მოდური ჩანთა. მაგალითად ორიგინალური ჩანთა პირამიდის ფორმით, როგორც გააკეთა SAINT LAURENT-მა, ასიმეტრიული მოდელები ან სულაც ჩანთები რომლებსაც ცხოველების ფორმები აქვს.

ჩემოდნის ან სკივრის ფორმის ჩანთები

  2019-20 წლებში ჩემოდნის ან სკივრის ფორმის ჩანთები განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს. ასეთ ჩანთებს გასაკუთრებული შარმი და მიმზიდველობა აქვთ.

სათლის ფორმის ჩანთები




 მხარზე გადასაკიდი კლასიკური ჩანთები




 მოდური ზურგჩანთები




ტომრის ფორმის ჩანთები


კონტაქტი

hideთბილისი. ბახტრიონის ქ. 11ბ

hideტელ: 555-588-450

hideadmin@handbags.ge

სამუშაო საათები

hideორშაბათი-პარასკევი  --- 11:00 - 18:00

hideშაბათი      ------------------- 12:00 - 16:00

hideკვირა     ---------------------- დაკეტილია

შემოგვიერთდით

შემოგვიერთდით და თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში

  

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი მაღაზიის სიახლეები